ტრენინგები

ტრენინგის I დღე

 15 თებერვალს  გავიარეთ  ტრენინგი ,,ციფრული სკოლა''. ტრენინგი წარიმართა  საინტერესოდ. გავეცანით  პროგრამა  kahoot-ს, რომლის დანერგვაც   სასწავლო  პროცესს  სახალისოს  და მოტივირებულს გახდის.
    შევისწავლეთ  ელექტრონული ინსტრუმენტი   padlet და მოვახდინეთ მისი გამოყენება კონკრეტული  შემთხვევისთვის.
  ესტონური სკოლის მაგალითზე  გავეცანით  ციფრული  ტექნოლოგიების  დანერგვას  სკოლებში, გამოვთქვით   ჩვენი   აზრი   და დავაფიქსირეთ  padlet-ზე.
👇
https://padlet.com/zegviedu/8ka5dv8phn3h
  ასევე შევისწავლეთ  selfie-ის მოქმედების პრინციპი და ჩავერთეთ selfie-ის კვლევის პროცესში. ტრენინგი იყო თანამშრომლობითი, საინტერესო, რამაც განაპირობა მისი  წარმატებულად  დასრულება.
































 ტრენინგი ,,ციფრული სკოლა - საქართველო "


10.10.2020 პანდემიის შედეგად შეწყვეტილი ტრენინგი განახლდა დისტანციურად Teams-ის საშუალებით. 


7-8 ნოემბერი - მეორე შეხვედრა

  შეხვედრაზე განვიხილეთ სკოლაში ჩატარებული სელფის კვლევის შედეგები. კვლევაში მონაწილეობდნენ, როგორც სკოლის ლიდერები ასევე აქტიური მასწავლებლები და საბაზო საფეხურის მოსწავლეები. გამოიკვეთა საჭიროებები ტექნოლოგიური მიმართულებით. დავსახეთ ციფრული სტრატეგია. 
გავიარეთ რეგისტრაცია https://dgmirror.emis.ge/choose-school-ზე.  შევავსეთ  სკოლის ციფრული სარკე.
ტრენინგი იყო საინტერესო და პროდუქტიული.






21.11.2020  მესამე შეხვედრა

 შეხვედრაზე გავიარეთ რეგისტრაცია ელექტრონული ინტერაქტიული სახლმძღვანელოების პორტალზე http://dgtools.org/.
გავეცანით Pressbooks, რომელიც არის  ადვილად გამოსაყენებელი ელექტრონული წიგნის შესაქმნელი პროგრამა. ის საშუალებას მოგვცემს შევქმნათ წიგნი ყველა ელექტრონულ ფორმატში. 
დავსახეთ მიზანი: მომავალში აღნიშნული პროგრამის დანერგვა  კონკრეტულ კლასში.
ტრენინგი იყო საინტერესო.





No comments:

Post a Comment